გალიანი: ფეხბურთელების დამატებას აღარ ვაპირებთ
Aa
Aa

გალიანი: ფეხბურთელების დამატებას აღარ ვაპირებთ

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ „Premium Sport“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „როსონერის“ გაძლიერება აღარ სჭირდება.

„პარი სენ ჟერმენს“ იბრაჰიმოვიჩის გაყიდვა არ სურს, მაგრამ თუ ეს მოხდება, ჩვენ დაუყოვნებლივ ვიმოქმედებთ. რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, ვფიქრობ დღესდღეობით გაძლიერება არ გვჭირდება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ფეხბურთელების შეძენის აუცილებლობა არ არსებობს. ნახევარმცველი? ყველა პოზიციაზე კარგად გვაქვს საქმე, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში საინტერესო ვარიანტი გამოჩნდეს. ამ ეტაპზე, ჩვენ დავასრულეთ სატრანსფერო კამპანია, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება აგვისტოს ბოლოს. ბერლუსკონიმ „მილანს“ დიდი სარგებელი მოუტანა. სილვიო ყოველდღე უსმენს „როსონერის“ გულშემატკივრებს და იგი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ. რაც შეეხება მიჰაილოვიჩს, ის საკმაოდ ქარიზმატული და კარგი მწვრთნელია. მან აუცილებლად უნდა მოიპოვოს მესამე ადგილი, თუმცა ეს არის პროგრამა მინიმუმი მისთვის“ - განაცხადა ადრიანო გალიანიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები