ბერტოლაჩი: მიჰაილოვიჩი თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმს მოითხოვს
Aa
Aa

ბერტოლაჩი: მიჰაილოვიჩი თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმს მოითხოვს

„მილანის“ ერთ-ერთმა ახალმა შენაძენმა, ანდრეა ბერტოლაჩიმ ჟურნალისტებს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო თემას შეეხო. ახალგაზრდა იტალიელი კმაყოფილია იმით, რომ სულ მალე ალესიო რომანიოლი „მილანს“ შეუერთდება. რაც შეეხება გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ სინიშა მიხაილოვიჩს, ანდრეამ განაცხადა, რომ მისთვის ცოტა დროა საჭირო რათა სერბის მეთოდებს შეეგუოს.

„მიჰაილოვიჩი რომანიოლის კარგად იცნობს. მას ძალიან სურდა ალესიოს „მილანში“ ხილვა და დარწმუნებულია მის შესაძლებლობებში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დავეხმაროთ მას ახალ კლუბთან შეგუებაში. მე მას კარგად ვიცნობ და ის ბრწყინვალე შენაძენია. როდესაც ახალ მწვრთნელთან იწყებ მუშაობას, ნორმალურია , რომ ახალ სქემებთან და ვარჯიშის ახალ მეთოდებთან შეგუება გარკვეულ დროს მოითხოვს. მწვრთნელი ბურთის შენარჩუნებას და პოზიციის ხშირ ცვლას გვთხოვს. ნელ-ნელა ჩვენ ვსწავლობთ მთლიან სისტემას, რასაც სინიშა ჩვენგან ითხოვს. მიჰაილოვიჩი ძალიან მომთხოვნია და თითოუელი ფეხბურთელისგან მაქსიმუმს მოელის. ფეხბურთი გახდა უფრო მეტად ფიზიკური და დინამიური. „აუდის თასს“ თუ არ ჩავთვლით, ვფიქრობ , რომ ცუდი შთაბეჭდილება არ დაგვიტოვებია. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გვაქვს სურვილი „მილანს“ ძველი დიდება დავუბრუნოთ. გვსურს ვიყოთ საუკეთესოები. ძალიან ვწუხვართ და ვაანალიზებთ იმას, რომ „აუდის თასზე“ გამოსვლა არ იყო მისაღები ჩვენი გულშემატკივრებისვის, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვეცადოთ დავიბრუნოთ რითმი, რომელიც ჩინეთში გვქონდა. დატვირთულმა გრაფიკმა და ჩინეთის ტურმა ჩვენზე იმოქმედა, თუმცა ახლა ბოდიშების მოხდის დრო ნამდვილად არ არის. მთავარია, რომ მოვემზადოთ პირველი ოფიციალური შეხვედრისთვის, იტალიის თასზე.  ერთად უკვე ერთი თვეა ვმუშაობთ და საბოლოოდ მომამზადებელ პერიოდს ვასრულებთ. აუცილებელია მზად ვიყოთ მნიშვნელოვანი მატჩებისთვის“ - განაცხადა ანდრეა ბერტოლაჩიმ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები