ვერონა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლის 2024 წლის საუკეთესო გოლი: კვარას შედევრი ქომაგთა რჩეულია

„ნაპოლიმ“ თავის ქომაგებში გამოკითხვა ჩაატარა და წლის საუკეთესო გოლი გამოავლინა. სასიხარულოა, რომ „პარტენოპეის“ გულშემატკივრებმა არჩევანი ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე შეაჩერეს.

ასარჩევად 3 გოლი იყო წარდგენილი: პოლიტანოს გოლი „მონცას“ წინააღმდეგ (სერია A), ნგონგეს გოლი „პალერმოსთან“ (იტალიის თასი) და კვარას გოლი „ვერონასთან“ (სერია A).

4 თებერვალს, 23 ტურის მატჩი ალბათ ბევრს კარგად ახსოვს, როცა „ნაპოლიმ“ „ვერონას“ უმასპინძლა. ანგარიში 88-ე წუთამდე 1:1 იყო, რა დროსაც კვარაცხელიამ საჯარიმოს გარედან ულამაზესად გაისროლა და ბურთი ცხრიანში მოათავსა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 2024 წლის ბოლო შეხვედრას 29 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „ვენეციას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 18:00-ზე დაიწყება.

ანტონიო კონტეს გუნდი 17 ტურის შემდეგ 38 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება.

კვარას გოლი ვერონასთან - ყველა რაკურსით

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „კვარამ ტრავმა კარგ დროს მიიღო, ეს სარგებელს ყველას მოუტანს“
    „კვარამ ტრავმა კარგ დროს მიიღო, ეს სარგებელს ყველას მოუტანს“