კონტრაქტის ვადა და ყოველწლიური ანაზღაურება ცნობილია -
Aa
Aa

კონტრაქტის ვადა და ყოველწლიური ანაზღაურება ცნობილია - "არსენალს" ანჩელოტი იბარებს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ლონდონის „არსენალი“ კარლო ანჩელოტის უკვე შეუთანხმდა.

სეზონის ბოლოს „მეთოფეები“ არსენ ვენგერს თანამდებობას დაატოვებინებენ და ანჩელოტის 4 წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. ანაზღაურების სახით კი იტალიელი სპეციალისტი ყოველწლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს, გუნდის ხელმძღვანელობა მოცდას არ აპირებს.

მიუნხენის „ბაიერნიდან“ განთავისუფლების შემდეგ, ანჩელოტი უამრავ კლუბსა თუ ნაკრებს დაუკავშირეს, თუმცა თავად განაცხადა, რომ ზაფხულამდე დასვენებას გეგმავდა და შემოთავაზებებს სწორედ სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებდა.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. ის 2009-2011 წლებში ლონდონის „ჩელსის“ წვრთნიდა, რომელთან ერთადაც ინგლისის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები