ასპასმა რონალდუ დატროლა:
Aa
Aa

ასპასმა რონალდუ დატროლა: "ყოველ ჯერზე, როცა მას ბურთი აქვს, ის ჩვენ უკან გვიბრუნებს"

ლა ლიგის მე-18 ტურში მადრიდის "რეალმა" ვიგოში "სელტასთან" 2-2 ითამაშა და მორიგი ქულები დაკარგა.

მატჩის დასრულების შემდეგ, "სელტას" ესპანელმა ათიანმა იაგო ასპასმა პრესასთან კომენტარი გააკეთა და კრიშტიანო რონალდუ დატროლა.

"რონალდუს წინააღმდეგ თამაში მიყვარს. ყოველ ჯერზე, როცა მას ბურთი აქვს, ის ჩვენ უკან გვიბრუნებს. არ მესმის და ვერ ვიჯერებ, რომ ხალხი მას ეგოისტს ეძახის".

შეგახსენებთ, რომ ამ ფრის შემდეგ, "რეალი" სატურინირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე იმყოფება და "ბარსელონას" უკვე 16 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები