სალაჰი მომდევნო სეზონს „რომას“ რიგებში გაატარებს
Aa
Aa

სალაჰი მომდევნო სეზონს „რომას“ რიგებში გაატარებს

რომასოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კლუბმა ლონდონის „ჩელსისგანმოჰამედ სალაჰი ერთწლიანი იჯარის წესით დაიმატა. სურვილის შემთხვევაში კი, „ჯალოროსის“ თავდამსხმელის გამოსყიდვის უფლებაც აქნება. ეგვიპტის ეროვნული ნაკრების შემტევი ახალ გუნდში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გასული სეზონი აფრიკელმა მოთამაშემარისტოკრატებისრიგებში დაიწყო და 8 მატჩში თავი მხოლოდ ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. სეზონის მეორე ნახევარი ფეხბურთელმაფიორენტინას“ რიგებში გაატარა. ფლორენციური კლუბის მაისურით სალაჰმა 26 შეხვედრა გამართა, საიდანაც 9 გოლისა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები