ჰონდამ შესაძლოა „მილანი“ დატოვოს
Aa
Aa

ჰონდამ შესაძლოა „მილანი“ დატოვოს

როგორც მოგეხსენებათ, წელს „მილანში“ დიდი ცვლილებები იგეგმება. იტალიურ გრანდს არაერთ ფეხბურთელს უკავშირებენ. თუმცა უახლოეს საათებში გამოქვეყნდება იმ ფეხბურთელთა სიაც, რომლებიც გუნდის რიგებს დატოვებენ. მათ რიცხვში შეიძლება კეისუკე ჰონდაც აღმოჩნდეს. იაპონელიმილანს“ 2014 წლის იანვარში შეუერთდა, თუმცა ის შედეგი ვერ აჩვენა, რასაც მისგან მოელოდნენ.

„Tuttosport“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მილანში ჰონდაზე იმედებს აღარ ამყარებენ. როსონერისთვისისეთი ფებხურთელის ყოლა, როგორიც კეისუკეა, ჩინეთისა და იაპონიის მასშტაბით მომგებიანია როგორც მარკეტინგის, ისე მედიის თვალსაზირითაც. ჰონდას 10 ნომრიანი მაისური ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მაისურად ითვლება და მისი წყალობით, „მილანმა“ უკვე იშოვნა რამდენიმე სპონსორი იაპონიაში და მოიპოვა პოპულარობა იაპონური ჟურნალ-გაზეთების მთავარ ყდაზე გამოჩენით. თუმცა მოედანზე კეისუკე იმედებს ნამდვილად ვერ ამართლებს. ჰონდას ჰყავს უამრავი გულშემატკივარი ინგლისშიც, განსაკუთრებით ტოტენჰემსა და ევერტონში. ფეხბურთელს სურს, რომ მიჰაილოვიჩის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს. თუ ეს ასე არ იქნება, იაპონელი დიდი ალბათობითროსონერიდანწასვლას გადაწყვეტს და კარიერას „პრემიერლიგაში“ გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები