"ატლეტიკოში" დაბრუნებულმა კოშტამ გოლი პირველივე დარტყმით გაიტანა
მადრიდის „ატლეტიკომ“ ესპანეთის თასის 1/8 ფინალში მე-3 ლიგის წარმომადგენელ „ლეიდას“ 4:0 მოუგო.
„როხიბლანკოს“ მხრიდან ერთ-ერთი გოლი დიეგო კოშტამ გაიტანა, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა.
კოშტამ „ათლეტების“ მაისურით გოლი 1365 დღის შემდეგ პირველად გაიტანა, თანაც ეს პირველივე კარში დარტყმისას მოახერხა.
ბრაზილო-ესპანელი სეზონის პირველ ნახევარში მხოლოდ ვარჯიშით შემოიფარგლებოდა, რადგან „ატლეტიკოს“ მისი განაცხადში შეყვანის უფლება არ ჰქონდა.