კარლო ანჩელოტი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ანჩელოტის ესაუბრა - ბელინგემი მოედანზე თავს დაკარგულად გრძნობს

ჯუდ ბელინგემისთვის ბოლო დროს მოედანზე მისი პოზიცია და როლი გაუგებარია. ინგლისელი ძველებურად ნაყოფიერი ვეღარ არის და ეს მისთვის პრობლემაა.

მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა და ლა ლიგის შვიდ მატჩში ერთხელაც არ გაუტანია.

Marca-ს ცნობით, ჯუდს სურს, რომ თავი ისევე იგრძნოს, როგორც ეს გასულ სეზონში იყო, როდესაც 28 შეხვედრაში 19 გოლი და 6 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

მადრიდული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ფეხბურთელთან თავისი თამაში და მოედანზე პოზიცია მიმდინარე სეზონში უკვე განიხილა. მათ შორის ერთი-ერთზე საუბარი შედგა.

როგორც ჩანს, ჯუდს სურს, რომ რაღაც შეიცვალოს. მაგალითად, ბოლო „ელ კლასიკოში“ ინგლისელი საკმაოდ ხშირად მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა და საკმაოდ უფერული მატჩიც ჩაატარა. ბელინგემი თითქოს დაკარგული იყო და მოედანზე გამოკვეთილი როლი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ბელინგემი ანჩელოტის რომბისებრ 4-4-2 სქემაში, ფორვარდების უკან იყო განწესებული, სადაც თავს კომფორტულად გრძნობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკისთან და დემბელესთან ერთად - ზურიკოს აღიარება
ლევანდოვსკისთან და დემბელესთან ერთად - ზურიკოს აღიარება