რონალდო:
Aa
Aa

რონალდო: "ნეიმარის ამბავი ჩემსას ჰგავს"

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო თავის ესპანურ კარიერაზე საუბრობს და პარალელს ნეიმართან ავლებს.

„ვფიქრობ, კარიერის საუკეთესო წელი „ბარსელონაში“ გავატარე, სადაც მართლაც საუცხოოდ ვითამაშე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ კლუბთან ჩემი ურთიერთობა კარგად დასრულდა.

ამ მხრივ, პარალელის გავლება ნეიმარის ამბავთან შემიძლია, რადგან ეს ორი ისტორია ერთმანეთს ძალიან ემსგავსება“.

რონალდო „ბარსელონას“ რიგებში 1996-97 წლების სეზონში თამაშობდა, როცა 34 გატანილი გოლით ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მან იმ სეზონში „ბარსას“ მაისურით ყველა ტურნირზე 49 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარი 47-ჯერ აიღო.

„ფენომენი“ კატალონიური გუნდიდან მილანის „ინტერში“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები