პერესი:
Aa
Aa

პერესი: "2017 წელი "რეალის" 115 წლიან ისტორიაში საუკეთესო იყო"

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ და ფეხბურთელებმა, ტრადიციული საშობაო ცერემონია გამართეს და გულშემატკივართან ერთად 2017 წელი შეაჯამეს.

„სამეფო კლუბის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განვილ წელს „რეალის“ ისტორიაში საუკეთესო უწოდა.

„ჩვენი გუნდის გულშემატკივრები 2017 წელს არასდროს დაივიწყებენ. ტიტულების კუთხით, ეს სეზონი კლუბის 115 წლიანი ისტორიის მანძილზე საუკეთესო იყო.

თითოეული ფეხბურთელითა და ზინედინ ზიდანით ამაყი ვარ - ისინი ლეგენედები გახდნენ“.

მადრიდულმა გრანდმა 2017 წელს ჯამში 5 ტიტული - ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერ თასი, „ჩემპიონთა ლიგა“ და უეფას სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები