პეპე: "ზუსტად ვიცი რაც მოხდა, "რეალის" წაგება ზიდანის ბრალია"
მადრიდის "რეალის" ყოფილმა და ამჟამად "ბეშიქთაშის" ცენტრალურმა მცველმა პეპემ, თავისი ყოფილი კლუბის მისამართით მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა.
"მე, "რეალის" გულშემატკივარი გახლავართ და ჩემთვის თითოეულ "კლასიკოს" დიდი მნიშვნელობა აქვს. მერე რა, რომ ამჟამად მადრიდელთა ღირსებას აღარ ვიცავ. წაგებას ახლაც ისე განვიცდი, როგორც ეს ჩემი მადრიდული კარიერის დროს იყო.
ზუსტად ვიცი რაც მოხდა, "რეალის" წაგება ზიდანის ბრალია. მადრიდელებმა მატჩი შესანიშნავად დაიწყეს, თუმცა მეორე ნახევარში მათ ინიციატივა დათმეს. რატომ მოხდა ეს ყველაფერი ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი იყო, რომ მეორე ტაიმში სულ სხვა გუნდი ვიხილეთ. "ბლანკოსის" ფეხბურთელებს შესვენების შემდეგ, სულ სხვა დავალება ჰქონდათ მიცემული. ასე ვიტყოდი - ეს მატჩი "ბარსელონას" არ მოუგია, "რეალმა" წააგო".
შეგახსენებთ, რომ პეპე "რეალიდან" წასვლის შემდეგ ხმამაღალ განცხადებებს ხშირად აკეთებს. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა რამდენჯერმე საჯაროდ გააკრიტიკა სამეფო კლუბის ქომაგები და ასევე გუნდის ხელმძღვანელობაც.