პროსტატის კიბოს ოპერაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, "სევილიამ" ბერისო დაითხოვა
"სევილიას" დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, გუნდის არგენტინელი თავკაცი ედუარდო ბერისო თანამდებობიდან დაითხოვეს.
როგორც მოგეხსენებათ, 48 წლის სპეციალისტს რამდენიმე კვირის წინ პროსტატის კიბო დაუდგინეს.
ბერისომ მკურნალობა დაახლოებით 10 დღის წინ დაასრულა და უმალვე სამუშაოს დაუბრუნდა, თუმცა როგორც ხედავთ ანდალუსიელებმა ის დაითხოვეს.
მიზეზად გუნდის მიერ ნაჩვენები არადამაჯერებელი თამაში სახელდება.
"სევილიამ" ბოლო ტურში ლა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ გუნდთან "სოსიედადთან" 1-3 წააგო და ბერისოს გაშვების გადაწყვეტილებაც სწორედ ამის შემდეგ იქნა მიღებული.
ლა ლიგის 17 ტურის შემდეგ, "სევილია" 29 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს. ანდალუსიელები ჩემპიონთა ლიგის 1/8-შიც იმყოფებიან, სადაც მათი მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება.
შეგახსენებთ, რომ ედუარდო ბერისო "დალაქებს" 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ცოტა უცნაურია, რომ ასეთი მძიმე ოპერაციის შემდეგ, კლუბმა ბერისო მალევე დაითხოვა...