მაიკლ ოლისე
Aa
Aa

„რეალისგან შეთავაზება არ მიგვიღია“ - ბაიერნის დირექტორმა ოლისეზე ისაუბრა

„ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა, იან-კრისტიან დრეზენმა განაცხადა, რომ „რეალს“ მაიკლ ოლისეს ტრანსფერის თაობაზე მათთვის არ მიუმართავს.

„რა თქმა უნდა, ოლისე დარჩება. „რეალისგან“ არც წერილი მიგვიღია, არც ფაქსი და არც ზარი შემოსულა.

გასაოცარია იმის ყურება, თუ რამდენი რამ შეიძლება გავრცელდეს, როცა სიმართლე იცი. ეს ძალიან საინტერესოა. გულწრფელად რომ ვთქვა, სათვალავი ამერია, თუ რამდენჯერ მკითხეს ამის შესახებ. თუმცა, არავის უთქვამს ჩემთვის: „თუ ვინმე 200 მილიონ ევროს შემოგთავაზებთ, ის უნდა გაყიდოთ“, - განაცხადა დრეზენმა.

ევროპულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის „რეალმა“ მაიკლ ოლისეს თაობაზე „ბაიერნს“ ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა და ასევე, „სამეფო კლუბი“ მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ 220 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
28 ივლისის სატრანსფერო ზონა
28 ივლისის სატრანსფერო ზონა