მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, შონ ომალი
Aa
Aa

„იმედი მაქვს, კიდევ შევხვდები“ - პიოტრ იანმა მერაბს გამარჯვება მიულოცა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის ყოფილმა მეტოქე, პიოტრ იანი მერაბისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლას გამოეხმაურა და ქართველ „მანქანას“ გამარჯვება მიულოცა.

რა თქვა იანმა:

„ვულოცავ მერაბს დამსახურებულ გამარჯვებას ტიტულისკენ მიმავალი გრძელი და რთული გზის შემდეგ. იმედი მაქვს, რომ ჩემი ფორმის 100%-ზე, მე და მერაბი ერთმანეთს ისევ შევხვდებით“.

„შონს არასდროს ვთვლიდი ნამდვილ ჩემპიონად, რადგან „აბუ-დაბიში“ ჩემს წინააღმდეგ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ვფიქრობ, რემატჩების სეზონი გახსნილია და ერთმანეთს მალე შევხვდებით“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი რუს პიოტრ იანს 2023 წლის 12 მარტს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

რაც შეეხება შონ ომალისთან ბრძოლას, შეხვედრა დღეს გამთენიას, UFC 306-ზე შედგა და ამ შემთხვევაშიც, მერაბმა 5 რაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, რის შემდეგაც, საქართველოს ისტორიაში მეორე ქართველი UFC-ის ჩემპიონი გახდა.

დვალიშვილი VS ომალი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მზად ვარ ჩემი ქვეყნისთვის მოვკვდე - დვალიშვილი ჩემპიონობის შემდეგ
მზად ვარ ჩემი ქვეყნისთვის მოვკვდე - დვალიშვილი ჩემპიონობის შემდეგ