"მაიამიმ" ბოსტონში მოიგო - ოლინიკმა ყოფილი გუნდი არ დაინდო
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ბოსტონში, სადაც “სელტიკსი“ „მაიამისთან“ 89:90 დამარცხდა.
„სელტიკსის“ ყოფილმა მოთამაშემ კელი ოლინიკმა შეხვედრაში ყველაზე მეტი 32 ქულა ჩააგდო და „მაიამის“ გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა.
ბოსტონელებს ტრადიციულად კაირი ირვინგმა ულიდერა - 33 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი.
შეხვედრაში გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც სტუმრებმა 26:15 მოიგეს.
მარცხის მიუხედავად „სელტიკსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერად რჩება.
„მაიამი“ კი 16 მოგებითა და 15 მარცხით მე-9 ადგილს იკავებს.