რევაზ ჩიკოიძე
Aa
Aa

პარიზი 2024: პარაძიუდო - რევაზ ჩიკოიძე ნახევარფინალშია

პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე დღეს პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ (+90 კგ. –J2) იასპარეზა, რომელმაც 1/4-ფინალში ინდონეზიელი ტონი მანტოლასი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ჩიკოიძის მეტოქე ყაზახი შუკურბეკოვი იქნება.

დღეს ასევე იასპარეზა მეორე ქართველმა პარაძიუდოისტმა ლაშა ყიზილაშვილმა (90 კგ. –J2), რომელიც მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს.

ბოლოს გეტყვით, რომ პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე სარეკორდო 7 მედალია. პარამძელოსანმა გიორგი ოჩხიკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელები პარამსროლელი ვლადიმერ ჭინჭარაული, პარაძიუდოისტები ზურაბ ზურაბიანი და გიორგი ქალდანი გახდნენ. ბრინჯაოს მედლებს კი პარადაეკვონდოში ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.

შეგახსენებთ, რომ ფინალური ბლოკი 17:30 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წონა ჩაბარებულია | ჩოხელს გამოცდილი მეტოქე ელოდება
წონა ჩაბარებულია | ჩოხელს გამოცდილი მეტოქე ელოდება