ზიდანი ბენზემაზე:
Aa
Aa

ზიდანი ბენზემაზე: "მას სიკვდილამდე დავიცავ"

მადრიდის "რეალის" თავკამა ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენციაზე კარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა და თანამემამულე საჯაროდ დაიცვა.

"იმ კრიტიკას, რომელსაც ბენზემას მისამართით ვისმენ არ ვეთანხმები. ის განსხვავებული სტილის ფორვარდია, რომელსაც სეზონში 50 გოლი არ გააქვს, თუმცა მას სხვა ბევრი პლიუსი აქვს, რომლითაც გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს. კარიმი გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა და მე, მას სიკვდილამდე დავიცავ".

შეგახსენებთ, რომ ესპანური პრესა ბენზემას "რეალიდან" წასვლის შესახებ აქტიურად წერს. ფლორენტინო პერესი 2018 წლის ზაფხულში მეგატრანსფერის განხორციელებას გეგმავს და გუნდში უმაღლესი დონის ფორვარდის მოყვანას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები