კასილიასს
Aa
Aa

კასილიასს "პორტუდან" წასვლა უნდა

პორტუგალიური პრესის ინფორმაციით, იკერ კასილიასს ზამთარში „პორტუდან“ წასვლა უნდა.

როგორც A Bola წერს, კასილიასი, „პორტუს“ ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე დალაპარაკებას, უახლოეს დღეებში აპირებს.

ვეტერანმა ესპანელმა მეკარემ, ბოლო დროს „დრაკონების“ ძირითადში ადგილი დაკარგა და მის ნაცვლად „პორტუს“ კარს ახალგაზრდა პორტუგალიელი ჟოზე სა იცავს.

კასილიასს ოფიციალურ მატჩში 17 ოქტომბრის შემდეგ აღარ უთამაშია.

როგორც პრესაში დაიწერა, იკერი, „პორტუს“ თავკაცმა სერჟიო კონსეისაომ, სოციალური ქსელების ვარჯიშებისას გამოყენებისთვის დასაჯა. კონსეისაოს თქმით, როდესაც ის გასახდელში მნიშვნელოვან თემებზე საუბრობდა, კასილიასს ყურადღება მობილურ ტელეფონზე ჰქონდა გადატანილი და მწვრთნელს სათანადო ყურადღებას არ აქცევდა.

იკერ კასილიასი 36 წლისაა და როგორც ჩანს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ერთ-ერთი მთავარი გმირი და ვარკვლავი იქნება.

აქედანვე იწერება, რომ ესპანელი ვარსკვლავის შეძენით პრემიერ ლიგის კლუბი „ნიუკასლი“ ინტერესდება, ასევე არის ჩინური და ამერიკული კლუბების ვარიანტებიც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები