ნიკოლა რიცოლიმ "ლაციო"-"ტორინოს" მსაჯი გააკრიტიკა
იტალიის სერია A-ს სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიკოლა რიცოლიმ, „ლაციო“-„ტორინოს“ მატჩის არბიტრი, პიერო ჯაკომელი გააკრიტიკა და მას ვიდეო რეფერის სათანადოდ გამოყენებისკენ მოუწოდა.
„ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ განიხილა ჯაკომელიმ, პენალტის ეპიზოდი, ვიდეო რეფერის დახმარებით.
ასევე, რატომ არ გააფრთხილა მან ბურდისო, რომელმაც იმობილეს პროვოკაცია მოუწყო. თუკი გაქვს ეჭვი, შეგიძლია ის ვიდეო რეფერის მეშვეობით გადაამოწმო“.
შეგახსენებთ, რომ პიერო ჯაკომელის ბოლო დღეებში იტალიური პრესა მწვავედ აკრიტიკებს.
გუშინ გაჩნდა ფოტოებიც, რომლებიც მიანიშნებს, რომ 40 წლის მსაჯი, „ლაციოს“ მოსისხლე მოწინააღმდეგის „რომას“ გულშემატკივარია.