4 ფეხბურთელი "ბარსას" ინტერესებში - ვის აკვირდებოდა ფერნანდესი "ლაციო"-"ტორინოს" მატჩისას?
იტალიური Calciomercato-სა და კატალონიური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ლაციოსა“ და „ტორინოს“ გუშინდელ შეხვედრას, „ბარსელონას“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„სტადიო ოლიმპიკოზე“, „ბარსას“ სპორტული დირექტორი - რობერტ ფერნანდესი და მისი ერთ-ერთი დამხმარე იმყოფებოდნენ.
როგორც ირკვევა, ისინი 4 ფეხბურთელს აკვირდებოდნენ - შტეფან დე ვრაის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს, ლუის ალბერტოსა და ანდრეა ბელოტის.
ბელოტი, დე ვრაი და მილინკოვიჩ-სავიჩი, ბოლოდროინდელ სატრანსფერო სპეკულაციებში ხშირად ფიგურირებენ.
რაც შეეხება ლუის ალბერტოს, ის ესპანელია და მიმდინარე სეზონში „ლაციალეს“ ერთ-ერთ ლიდერად იქცა. სერია A-ში მის ანგარიშზე 3 გოლი და 6 ასისტია.
იგი „ბარსაში“ 2013-14 წლებში ირიცხებოდა და მის მეორე გუნდში თამაშობდა.
football-italia წერს, რომ ყველაზე უფრო რეალური შტეფან დე ვრაის „ბარსაში“ გადასვლაა. ცნობილია, რომ „ნოუ კამპის“ დატვებას, ხავიერ მასკერანო აპირებს და ჰოლანდიელი სწორედ მის შემცვლელად სახელდება.
თანაც ტანმაღალი მცველის გამოსასყიდი თანხა, არცთუ დიდია და 30 მილიონ ევროს შეადგენს.
გამოცემა ვარაუდობს, რომ „ბლაუგრანამ“, შესაძლოა, „ბიანკოჩელესტის“ დე ვრაის ტრანსფერზე ლაპარაკი იანვარშივე ჩამოუგდოს.
მასკერანოს კიდევ ერთ შემცვლელად, დე ვრაის 18 წლის თანამემამულე მატიის დე ლიხტი მოიაზრება. დე ლიხტი „აიაქსის“ ფეხბურთელია.