მადრიდის ატლეტიკო, ხამეს როდრიგესი
Aa
Aa

ხამესი ისევ მადრიდში? - ტრანსფერი საკმაოდ რეალურია

სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და ყოველდღიურად უამრავი სიახლე გვხვდება. ესპანური მედია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ხამეს როდრიგესი შესაძლოა მადრიდში დაბრუნდეს, თუმცა არა რეალში. საუბარი ატლეტიკოში გადაბარგებაზეა.

32 წლის კოლუმბიელი კოპა ამერიკაზე ბრწყინვალე ფორმაშია და საკუთარი ნაკრების ლიდერი გახლავთ. მისმა ასეთმა სათამაშო ფორმამ კი დიეგო სიმეონეს ყურადღება მიიპყრო.

ხამესს სან პაულუსთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და მის სატრანსფერო ღირებულად 5 მილიონი ევრო სახელდება, რაც როხიბლანკოსთვის სავსებით მისაღებია.

თავად როდრიგესი ატლეტიკოში გადასვლის წინააღმდეგი არ არის და პირიქით, ის ამ ყველაფერს თავის მეორე შანსს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ხამესი 2014 წელს მადრიდის რეალში 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. პირველი 2 სეზონი კარგად ითამაშა, თუმცა შემდეგ რეგრესი დაეწყო.

ჯამში ყველა ტურნირზე ერთად კოლუმბიელმა ნახევარმცველმა სამეფო კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 125-ჯერ მოირგო, 37 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გრძელი წელი იყო, დასვენება მჭირდება“ - მბაპე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
„გრძელი წელი იყო, დასვენება მჭირდება“ - მბაპე ესპანეთთან მარცხის შემდეგ