როდრი, ნიკო უილიამსი
Aa
Aa

„როდრი-უილიამსის“ დუეტს საქართველო ვერ გაუმკლავდა - The Independent-ის შეფასება

ესპანეთი - საქართველოს (4:1) მატჩის გარჩევის დროს, ძირითადად ერთი და იგივე პათოსი იგრძნობა - თავს ზემოთ ძალა არ იყო და ქართველი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდნენ, საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვედრაც უდიდესი მიღწევა გახლდათ. სწორედ ამ აზრს იზიარებს ცნობილი გამოცემა Independet-ი, სადაც ვრცელი მიმოხილვა დაიწერა

რას წერენ ქართველებზე

საქართველოს ნაკრებისთვის რამდენადაც რთული მოსასმენი არ უნდა იყოს, ამ მატჩში ისინი მხოლოდ გულშემატკივრებით უნდა იყვნენ ამაყები, რომლებიც საყვარელ გუნდსა და ფეხბურთელებს დაუღალავად ქომაგობდნენ და საერთოდაც, მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით, გუნდის აქამდე მოსვლაში.

რამ განაპირობა ესპანელების ასეთი დომინანტური ასპარეზობა? მოედნის ცენტრში როდრის კიდევ ერთმა საოცარმა პერფომანსმა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ფლანგზე კი ნიკო უილიამსი იყო შეუჩერებელი და მისი განეიტრალება პრაქტიკულად შეუძლებლად ჩანდა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანელებთან მარცხით ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა და მომდევნო შეჯიბრება, სადაც ეს გუნდი ჩაერთვება, უეფას ერთა ლიგის ახალი გათამაშებაა, რომელიც სტარტს სექტემბერში აიღებს და ქართველი ფეხბურთელების მეტოქე ალბანეთის, ჩეხეთისა და უკრაინის ნაკრები გუნდები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MARCA: “ესპანეთის ფლანგები - საქართველოს შექმნილი ხაფანგის ანტიდოტი“
MARCA: “ესპანეთის ფლანგები - საქართველოს შექმნილი ხაფანგის ანტიდოტი“