გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილი ჟირონაში გაიხსენეს

თურქებთან გამართულ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო უდავოდ გიორგი ქოჩორაშვილი იყო, რომელიც ამჟამად „ლევანტეს“ წევრია, თუმცა ესპანეთში მისი საფეხბურთო კარიერა „ჟირონაში“ დაიწყო. სწორედ ეს ფაქტი გაიხსენა კატალონიური კლუბის ერთ-ერთმა ვებ-გვერდმა, Diari de Girona-მ და ქართველ ნახევარმცველს კონტინენტის პირველობის სადებიუტო შეხვედრაში გამორჩეული მატჩის ჩატარება და საგოლე გადაცემის შესრულება მიულოცა.

სტატიაში ნათქვამია, რომ ქოჩორაშვილმა ესპანურ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები 2017-2019 წლებში სწორედ კატალონიური კლუბის სარეზერვო გუნდში გადადგა, რის შემდეგაც „ლევანტეში“ განაგრძო კარიერა და ახლა როგორც ვალენსიური კლუბის, ასევე საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვის საკვანძო ფიგურად ითვლება.  ასევე აღნიშნულია ის ფაქტი, რომ „ჟირონას“ წლევანდელ წარმატებას თავის დროზე გიორგი სათანადოდ გამოეხმაურა და კატალონიელებს არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება მიულოცა.

გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2023 წლის 12 სექტემბერს, სტუმრად ნორვეგიელებთან შეხვედრაში შედგა და მას შემდეგ ეროვნულ გუნდში გამართული ცხრა მატჩიდან ცხრავე ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მის ანგარიშზე ერთი საგოლე პასია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფრეს ვიმსახურებდით“ - ქოჩორაშვილის, დვალის და ლოჩოშვილის კომენტარები
“ფრეს ვიმსახურებდით“ - ქოჩორაშვილის, დვალის და ლოჩოშვილის კომენტარები