ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„არ გაგიკვირდეთ, საქართველო პლეიოფში რომ გაიყვანოს“ | კვარა USA Today-ის რჩეულებში

ამერიკულმა გამოცემამ, USA Today-მ დაასახელა 11 ფეხბურთელი, რომლებსაც ევრო 2024-ის მიმდინარეობისას თვალი აუცილებლად უნდა ვადევნოთ. ერთ-ერთი მათგანი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ და აი, რას წერს USA Today-ი „ჯვაროსნების“ ლიდერზე:

„საქართველომ დიდი ტურნირის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა და ნაპოლის 23 წლის გარემარბმა შანსი მიიღო, სანაკრებო სცენაზე გაიბრწყინოს. სერია A-ს ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, კვარაცხელიამ 23 გოლი გაიტანა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა.

საქართველო F ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი არიან. F ჯგუფი ძალიან ძლიერი ნამდვილად არაა და არ გაგიკვირდეთ, რომ კვარაცხელიას ინდივიდუალურმა ბრწყინვალებამ საქართველო პლეიოფში გაიყვანოს“.

„ჯვაროსნების“ მარცხენა გარემარბის გარდა, USA Today-ის ყურადღების ცენტრში დუშან ვლაჰოვიჩი, მიხაილო მუდრიკი, რასმუს ჰოილუნდი, რომელუ ლუკაკუ, ჩავი სიმონსი, იოშკო გვარდიოლი, პედრი, ჯამალ მუსიალა, ჯუდ ბელინგემი და კილიან მბაპე მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები