ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ევრო 2024-ის საუკეთესო გარემარბები | რომელ ადგილზეა კვარაცხელია?

ცნობილმა სპორტულმა პორტალმა, 90Min.com-მა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საუკეთესო გარემარბები დაასახელა. რეიტინგი 10-კაციანია და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მერვე ადგილს იკავებს.

„2022/23 წლების სეზონი ქართველ ფეხბურთელს ეკუთვნოდა, მაგრამ 2023/24 წლების სეზონი ნაპოლისთვის საშინელი იყო და მანაც მოუკლო.

ხვიჩა კვარაცხელიამ, ვისაც ნეაპოლელებმა სიყვარულით „კვარადონა“ შეარქვეს, პარტენოპეის წარუმატებლობის მიუხედავად, მაინც გაიბრწყინა და სერია A-ში 11 გოლი გაიტანა. „კვარა“ მოუხელთებელი მარცხენა გარემარბია და მის თამაშში ქაოტური ელემენტიც შეინიშნება, რაც ძველ ფეხბურთთან დაკავშირებულ სენტიმენტებს გვიჩენს. 23 წლის შემტევმა საქართველო სადებიუტო დიდ ტურნირზე გაიყვანა და ჯვაროსნების შანსები თითქმის მთლიანად მასზეა დამოკიდებული“.

კვარაცხელია ბრედლი ბარკოლასა და ჟერემი დოკუს უსწრებს, მის წინ კი ლამინ იამალი, რაფაელ ლეაუ, ბერნარდუ სილვა, უსმანე დემბელე, ლეროი სანე, ბუკაიო საკა და კილიან მბაპე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„პირველი მატჩი უმნიშვნელოვანესია“ | რა თქვეს თურქებმა საქართველოსთან შეხვედრაზე
„პირველი მატჩი უმნიშვნელოვანესია“ | რა თქვეს თურქებმა საქართველოსთან შეხვედრაზე