ლეგენდარული ჯერი ვესტი გარდაიცვალა
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ NBA-ს ლეგენდა ჯერი ვესტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვესტმა NBA-ში 14 სეზონი ითამაშა. ლეგენდარული კალათბურთელი „ლეიკერსის“ შემადგენლობაში 1960-1974 წლებში თამაშობდა.
ჯერი ვესტი თავისი კარიერის განმავლობაში ყველა სეზონში NBA-ს All Star-ის მატჩში იღებდა მონაწილეობას. მან „ლეიკერსი“ ფინალში 9-ჯერ გაიყვანა. საჩემპიონო ბეჭდის მოგება კი 1972 წელს შეძლო.
პროფესიონალური კარიერის შემდეგ ვესტი მწვრთნელად მუშაობდა, ასევე სკაუტად და გენერალურ მენეჯერად. ის „კლიპერსს“ 2017 წლიდან ემსახურებოდა, როგორც აღმასრულებელი საბჭოს წევრი და კონსულტანტი.
NBA-ს ლოგო სწორედ ჯერი ვესტის სილუეტის მიხედვით არის შექმნილი.
The Logo.
— Timeless Sports (@timelesssports_) June 12, 2024
Rest in peace to the legendary Jerry West. ???? pic.twitter.com/Od1xKTnAin