თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას 11 ქულა - ბოლონია დამარცხდა და სერიაში ოლიმპია დაწინაურდა

„ვირტუს ბოლონიამ’’ იტალიის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ფინალურ სერიაში „ოლიმპია მილანოს’’ წინააღმდეგ მესამე შეხვედრა გამართა. პირველი ორი მატჩის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო, დღეს კი „ოლიმპია მილანომ'' შინ 81:78 მოიგო და სერიაში ანგარიში 2:1 გახდა.

„ვირტუს ბოლონიას'' ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 32 წუთი გაატარა, 11 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა და 1 პასი შეასრულა.

ფინალური სერიის პირველი მატჩი „ვირტუს ბოლონიამ'' შინ დათმო (75:86), შენგელიამ პარკეტზე 38 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე 16 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. იმ შეხვედრაში თავის გუნდში საუკეთესო იყო.

ფინალური სერიის მეორე შეხვედრა თორნიკე შენგელიას გუნდმა 72:64 მოიგო. ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ქართველმა კალათბურთელმა ჩააგდო, პარკეტზე 28 წუთი გაატარა. 21 ქულით, 8 მოხსნითა და 1 პასით დაეხმარა გუნდს.

ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა „ოლიმპია მილანოს'' კედლებში 13 ივნისს გაიმართება (22:30).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები