ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო გრაციანი
Aa
Aa

გრაციანი: 80 მილიონს თუ შესთავაზებენ, კვარა უნდა გაყიდონ

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით იტალიაში საუბრები არ წყდება. ამჯერად ქართველის ტრანსფერზე 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ფრანჩესკო გრაციანიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 80 მილიონის სანაცვლოდ კვარა უნდა გაყიდონ.

„ხვიჩა კვარაცხელია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გუნდში შექმნილ სწორ პირობებში ქართველს შეუძლია მომავალ სეზონშიც ძალიან კარგი იყოს. თუმცა საპირისპიროდ ვფიქრობ, რომ თუ კლუბი 80 მილიონიან შეთავაზებას მიიღებს, ფეხბურთელი უნდა გაყიდონ“.

- განაცხადა გრაციანიმ Tele A-სთან საუბრისას.

როგორც ცნობილია, პსჟ კვარაცხელიას სანაცვლოდ 110 მილიონის გადასახდელად მზად იყო, თუმცა „ნაპოლი“ უარზეა და ქართველის გაშვებას არ აპირებს.

ბოლო ცნობებით ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყდება. ანტონიო კონტე გეგმავს, რომ ტურნირის მსვლელობის დროს კვარას პირადად შეხვდეს და „ნაპოლის“ ახალ პროექტზე ესაუბროს.

ამ მომენტისთვის გაცილებით მეტი შანსია, რომ ხვიჩა გაისადაც „ნაპოლის“ მაისურით ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მჯერა, რომ კიდევ განვითარდება“ - სიომინმა კვარაზე ისაუბრა
„მჯერა, რომ კიდევ განვითარდება“ - სიომინმა კვარაზე ისაუბრა