„თანაბარი ჯგუფია, მაგრამ“ | უნგრეთის ნაკრების შემადგენლობა და მარკო როსის კომენტარი
ჩრდილოეთ ირლანდიის შემდეგ ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა უნგრეთის ნაკრებმა დაასახელა. საქართველოს ნაკრები მესამე ტურში სწორედ უნგრეთს დაუპირისპირდება და მათი შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ბენჩე გუნდელ-ტაკაჩი („ზტე“), არმინ პეჩი („ჰარტბერგი“), ბალაშ ტოთი („ბლექბერნი“).
მცველები: ბოლა ბენდეგუზი („რაპიდი“), მარკ ცინგერი („გრონინგენი“), არონ დოკტორიჩი („ვაშაში“), მილოშ კერკეზი („ლივერპული“), ვილი ორბანი („ლაიფციგი“), აკოშ მარკგრაფი („კოპენჰაგენი“), ატილა ოსვატი („ფერენცვაროში“), კალუმ სტაილსი („ვესტ ბრომვიჩი“), კორნელ შუჩი („ვოივოდინა“), ბენჩე ვარკონი („ყარაბაღი“).
ნახევარმცველები: აარონ ცონგვაი („სენტ-ეტიენი“), ანდრეს შაეფერი („უნიონ ბერლინი“), დომინიკ სობოსლაი („ლივერპული“), ტამას შუჩი („ფამალიკაუ“), ალექს ტოთი („ბორნმუთი“), რაიმუნდ ტოთი („ქონიასპორი“), მილან ვიტალისი („აეკი“).
შემტევები: გაბორ იურეკი („მტკ“), დანიელ ლუკაში („პუშკაშ აკადემია“), რეჯიჩ დამირი („ზალცბურგი“), როლანდ სალაი („გალათასარაი“), იოშეფ შალაი („პაკში“), ბარნაბას ვარგა („აეკი“).
უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ მოკლე კომენტარიც გააკეთა: „საქართველოსა და უკრაინას საკუთარ კედლებში ვხვდებით, ჩრდილოეთ ირლანდიას — სტუმრად, შემდეგ კი უკრაინასთან კიდევ ერთი თამაში გვაქვს. თანაბარი ჯგუფია, მაგრამ გუნდებს შორის განსხვავებები არსებობს.
საქართველო და ჩრდილოეთ ირლანდია სამი ცენტრალური მცველით ითამაშებენ, უკრაინა კი ოთხმცველიანი ტაქტიკით გამოვა. ეს ნიშნავს, რომ ორივე ფორმაციისთვის მზად უნდა ვიყოთ. აგრესიულობა უნდა გამოვიჩინოთ და ბურთის დაკარგვის შემთხვევაში, ის სწრაფად დავიბრუნოთ“.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2 ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.