ლაშა ბექაური, ევროპის ღია პირველობა, პარიზის ოლიმპიადა
Aa
Aa

„ამ ტურნირის მოგება მნიშვნელოვანი იყო. მთავარი ოლიმპიადაა“ - ბექაური EJU-ს ესაუბრა

-90 კგ. წონით კატეგორიაში, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა, ლაშა ბექაურმა მადრიდში გამართული ევროპის ღია პირველობის მოგების შემდეგ კომენტარი ევროპული ძიუდოს კავშირთან გააკეთა და პარიზის ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრა.

ლაშა ბექაური:

„წელს ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატი არც ისე მნიშვნელოვანი იყო, ახლა ყველაზე მთავარი ოლიმპიური თამაშებია და ამისთვის საუკეთესოდ უნდა მოვემზადო. სწორედ ამიტომ არ წავედი აბუ-დაბიში და სანაცვლოდ, გერმანიაში ვვარჯიშობდი“.

„ნამდვილად მჭირდებოდა ტატამის და ატმოსფეროს შეცვლა, რომელიც ჩემს გარშემო არსებობდა. იცით, საქართველოში როგორც არის, ცნობილი ვარ ძიუდოს გამო და ასევე, ოლიმპიური მედლის გამო და სადაც მივდივარ, ხალხი ყველგან მომყვება. ამიტომ მჭირდებოდა ცვლილებები და ახლა თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობ. ამ ტურნირის შემდეგ ხორვატიაში წავალ, სადაც საწვრთნელ შეკრებას გავივლი, შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდები“.

„ოლიმპიურ თამაშებამდე ყველა ტურნირი მოსამზადებელი ეტაპია. ეს ბრძოლები მჭირდებოდა, რათა კონკურენცია შემეგრძნო. ყველა ბრძოლის დროს მაინც ვნერვიულობ, რადგან ჩემი მხარდაჭერების გახარება ძალიან მინდა“.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა შორის შეჯიბრი 27 ივლისიდან დაიწყება, ლაშა ბექაური კი 31 ივლისს იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამოჩნდა, რომ ფიზიკურად ჯერ მზად არ ვართ“ - სანიოლი მატჩის შემდეგ
„გამოჩნდა, რომ ფიზიკურად ჯერ მზად არ ვართ“ - სანიოლი მატჩის შემდეგ