ოფიციუალურად: თურანი
Aa
Aa

ოფიციუალურად: თურანი "ბარსელონას" ზამთარში დატოვებს

"ბარსელონას" თურქი ნახევარმცველი არდა თურანის კატალონიური კარიერა დასასრულს უახლოვდება.

არდას აგენტმა აჰმედ ბულუთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისი კლიენტი "ბლაუგრანას" დატოვებს.

"გადაწყვეტილია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არდა "ბარსელონას" დატოვებს. შემოთავაზება რამდენიმე კლუბისგან გვაქვს, ძირითადად ესპანეთიდან, იტალიიდან და ინგლისიდან. შემიძლია გითხრათ, რომ "გალათასარაისთან" ტრანსფერის თაობაზე არანაირი მოლაპარაკებები არ გამართულა. ახალი გუნდის ვინაობა იანვარში გახდება ცნობილი".

დღეს, ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნდა ფოტო, სადაც არდა და მისი აგენტი ლონდონში იმყოფებიან.

როგორც ესპანური და ინგლისური პრესა წერდა, "ბარსელონა" "არსენალის" გერმანელი შემტევით მესუთ იოზილით ინტერესდება და მის გადმოსაბირებლად მზადაა, რომ მოლაპარაკებებში თურანიც ჩართოს.

თურქი ფეხბურთელის თავის რიგებში ხილვით თავად "მეთოფეებიც" ინტერესდებიან.

მსგავსი სიახლეები