ლაშა ბექაური
Aa
Aa

ბექაურის აღიარებას ევროპის ძიუდოს კავშირი გამოეხმაურა

რამდენიმე დღის წინ, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 53-ე გენერალურ ასამბლეაზე გალა დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა, რომლის მთავარი გმირიც ლაშა ბექაური გახდა. 23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა წელს დაწესებული ევროპული თამაშების საუკეთესო სპორტსმენისთვის დაწესებული პრიზი მიიღო და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ყოფილი პრეზიდენტის, იანეშ კოჩიანჩიჩის პრემიის პირველი მფლობელი გახდა. ოლიმპიური ჩემპიონის წარმატებას ევროპის ძიუდოს კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი გამოეხმაურა.

რას წერენ ბექაურზე

2023 წელს კრაკოვში გამართულ ევროპულ თამაშებზე ბექაური ნამდვილად გამორჩეული ფიგურა იყო და კარგია, რომ ასეთი მაღალი დონის ძიუდოს ჩვენება მას სათანადოდ დაუფასეს. მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ამ ტურნირის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების იდეაც დაიბადა და ამის შემდეგ გამორჩეულების შრომა უკვალოდ არ ჩაივლის. ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი პარიზშიც იგივე მიზნით ჩადის და დიდი იმედი აქვს, რომ ოქროს მედალს ამჯერადაც მოიპოვებს.

ოლიმპიურ თამაშებამდე ლაშა ბექაურისთვის (90 კგ) ერთგვარად გასახურებელი და მოსამზადებელი შეჯიბრება უნდა გამოდგეს ევროპის ღია პირველობა, რომელსაც დღეს და ხვალ ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი უმასპინძლებს. მის გარდა, ამ ტურნირზე საქართველოს სახელით ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ), ალექსანდრე გულბიანი (81 კგ) და გიორგი ბენდელიანი (100 კგ) იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპული თამაშების საუკეთესო სპორტსმენი | ლაშა ბექაურის აღიარება
ევროპული თამაშების საუკეთესო სპორტსმენი | ლაშა ბექაურის აღიარება