ლიონელ მესი
Aa
Aa

მესი მუნდიალზე: სრულყოფილებას ვგრძნობდი - ყველაფერს მივაღწიე

ლიონელ მესიმ კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამარჯვებაზე ისაუბრა.

- შენ მსოფლიო ჩემპიონი ხარ! ხვდები ამას, არა?

„ახლა კი. მართალი გითხრათ, დიახ. თითქოს ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ ამავდროულად არაფერი შეცვლილა“.

- რატომ?

„იმიტომ, რომ დიახ, მიზანს მივაღწიეთ, ცხადია, ეს ყველაზე მეტად მინდოდა - მე, ჩემი ოჯახი და ყველა ჩვენგანი. შვებას ვგრძნობდი, რადგან მოვიხადე ვალი, რომელიც ჩემს ოჯახთან, ქვეყანასთან და გულშემატკივრებთან მქონდა, თუმცა ცხოვრება გრძელდება და ახლა კოპა ამერიკის მოგებას ვეცდებით, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. მუნდიალის შემდეგ ჯერ პსჟ-ში გავაგრძელე თამაში, ახლა ჩემი ჯერია ვიცხოვრო აქ, მაიამიში და გავაგრძელო რაღაცის მიღწევა, რაღაცის მოგება.

ახლა გუნდს კიდევ ერთი ამოცანა აქვს - შეეცადოს კოპა ამერიკის მოგებას.

მაგრამ ამავდროულად, მსოფლიო ჩემპიონი გახდე... სრულყოფილებას ვგრძნობდი, რომ ყველაფერს მივაღწიე, რომ შემეძლო იმ მიზნების და ოცნებების მიღწევა, რაც მქონდა და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი იყო. ძალიან რთული იყო“.

- ეს არის თქვენი ცნობილი „ეს ყველაფერი"...

„ვფიქრობ, ეს იყო სწორი აღწერა იმისა, თუ რას ვგრძნობდი იმ მომენტში, რადგან ეს (თასი) არ იყო საკმარისი... „ეს ყველაფერია",

- თქვა მესიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის საუკეთესო ახალწვეული | მიქაუტაძე ლიგა 1-ის რჩეულებს შორის
სეზონის საუკეთესო ახალწვეული | მიქაუტაძე ლიგა 1-ის რჩეულებს შორის