კურიოზი - ორი მატჩის ჯამში "რეალმა" 4-2 გაიმარჯვა, მაგრამ მაინც გავარდა
ესპანეთის სამეფო თასზე მადრიდის "რეალმა" 1/16 ფინალურ ეტაპზე მესამე ლიგელ "ფუენლაბრადას" ორი მატჩის ჯამში 4-2 სძლია.
განმეორებითი შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა და ფრედ 2-2 დასრულდა.
მატჩის დასრულების შემდეგ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა საიტმა დაწერა, რომ შემდეგ ეტაპზე "ფუენლაბრადა" გავიდა.
რა თქმა უნდა, ვებ გვერდზე შეცდომა გაასწორეს და "ბლანკოსი" 1/8 ფინალში იასპარეზებს.