ეკო გორგოძე
Aa
Aa

უკრაინელთან ერთად - გორგოძემ სლოვენიური ტურნირი მოიგო

სლოვენიაში გამართულ საჩოგბურთო ტურნირზე ეკო გორგოძემ წყვილთა თანრიგში უკრაინელ ვალერია სტრახოვასთან ერთად იასპარეზა. ქართულ/უკრაინულმა დუეტმა 50000-იანი ტურნირი მოიგო.

მათ ფინალში ავსტრალიურ/ამერიკული(ჯოინთი/მაკადუ) მძიმე ბრძოლაში 3:6 6:4 10:5 დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ. 

გორგოძემ და ვალერიამ ფინალის პირველი სეტი კარგად დაიწყეს და პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულეს, თუმცა შემდეგ ზედიზედ ორი ჩაწოდება წააგეს და საბოლოო ჯამში სეტიც დათმეს.

ქართულ/უკრაინული დუეტი მეორე სეტს 2-ბრეიკიანი უპირატესობით იგებდა, თუმცა მოწინააღმდეგე წყვილმაც ორი ბრეიკი შეასრულა. იმ დროს, როდესაც ჯოინთი და მაკადუ 5:4-ზე აწვდიდნენ, ეკომ და ვალერიამ იდეალურად ითამაშეს და სეტი მოიგეს. ყველაფერი კი სუპერ ტაი-ბრეიკზე გადაწყდა.

ცნობისთვის, ეკო გორგოძისთვის კარიერაში წყვილთა თანრიგში ეს რიგით 35-ე ტიტული იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები