გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, სოფიო სომხიშვილი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, გიორგი სარდალაშვილი, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი, ეთერ ასკილაშვილი, ლუკა ბაბუციძე, ნინო ლოლაძე, გიორგი ჩიხელიძე
Aa
Aa

საქართველომ გერმანია დაამარცხა - ბრინჯაოს მედალი გუნდურ ჩათვლაში

აბუ-დაბიში, ძიუდოსიტთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენი გუნდი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

პირველ ბრძოლაში გურამ თუშიშვილი იოანეს ფრეის შეხვდა და მეტოქე აკრძალული ილეთის გამო ჩახსნეს.

მეორე დაპირისპირებაში ნინო ლოლაძემ პაულინა სტარკეს ვაზარი შეუსრულა, შემდგომ კი შიდოებით აჯობა.

მესამე ჭიდაობაში გიორგი ჩიხელიძე მეტოქე იანო რუბეო შებოჭა და ანგარიში 3:0 გახადა.

ჩიხელიძეს შემდეგ ტატამიზე ეთერ ასკილაშვილი გამოჩნდა, რომელმაც ჯიოვანა სკოკიმაროსთან იპონით წააგო.

გადამწყვეტ დაპირისპირებაში კი ლუკა ბაბუციძემ იოა ლენცი იპონით დაამარცხა და საქართველოს ბრიჯაოს მედალი მოუპოვა.

მედლისთვის ბრძოლამდე საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში საფრანგეთთან 2:4 დამარცხდა, მეოთხედფინალში კი უნგრეთის ნაკრებს 4:1 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალურ შეჯიბრში ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედალი გურამ თუშიშვილმა მოიპოვა (+100 კგ.), ბრინჯაოს მედალს კი ვაჟა მარგველაშვილი დაესაკუთრა (-66 კგ.). ამასთან, ჩვენმა გუნდმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები