ფაბრიციო რომანო, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფაბრიციო რომანო: ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ფლიკმა ბარსა ჩაიბაროს

ჰანსი ფლიკი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს უახლოვდება.

ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ ფლიკმა „ბარსა“ ჩაიბაროს.

ფლიკს ყოველთვის სურდა, რომ „ბარსელონა“ ჩაებარებინა. მან ამის გამო ინგლისური კლუბების შეთავაზებები დაბლოკა და ჩავის დათხოვნას დაელოდა. ამჟამად კი ცნობილი ხდება, რომ ერნანდესს მალე პოსტს მართლაც დაატოვებინებენ.

ესპანური პრესის ცნობით, ორშაბათისთვის ყველაფერი მზად იქნება.

რაც შეეხება ხელშეკრულებას, პირველადი ინფორმაციით, ფლიკი „ბარსასთან“ 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ანაზღაურების ან სხვა დეტალების შესახებ დამატებით არაფერი დაწერილა.

შეგახსენებთ, რომ ჩავის კლუბიდან დათხოვნა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, როდესაც ესპანელმა სპეციალისტმა პრესასთან საუბრისას „ბლაუგრანას“ სატრანსფერო გეგმებზე დაიჩივლა. ახალი სეზონისთვის პესიმისტური გზავნილები ჰქონდა, რაც „ბარსელონას“ დირექტორატს არ ესიამოვნა და მისი პოსტიდან დათხოვნა გადაწყვიტეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: უნდა ყოფილიყვნენ, თუ არა? | აქტუალური კითხვები და 11-ეული
ანალიზი: უნდა ყოფილიყვნენ, თუ არა? | აქტუალური კითხვები და 11-ეული