რა შეიცვალა ნეიმარის წასვლის შემდეგ? მესი
Aa
Aa

რა შეიცვალა ნეიმარის წასვლის შემდეგ? მესი "ბარსას" სათამაშო სტილზე საუბრობს

ლეო მესი, Marca-სთან საუბრისას ნეიმარის წასვლის საკითხს შეეხო და საკმაოდ საინტერესო კომენტარიც გააკეთა.

"ნეიმარის წასვლის შემდეგ, იძულებულნი გავხდით, რომ თამაშის სტილი შეგვეცვალა. შეტევაში დიდი ძალა დავკარგეთ, თუმცა ამის ფონზე დაცვაში თამაში საგრძნობლად გაუმჯობესდა. ნახევარდაცვის ცენტრში ახლა გაცილებით უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს, ვიდრე ეს აქამდე იყო".

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში "ბარსას" რამდენიმე მოთამაშემაც ამ შინაარსის კომენტარი გააკეთა. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ გუნდს თავდაცვითი პოტენციალი გაეზარდა და მოედანზე თავს ისინი უფრო დაცულად გრძნობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები