დავიდ ლუიზი
Aa
Aa

დავიდ ლუიზი "რეალში"?

ფრანგული პრესის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ წარმომადგენლები, დავიდ ლუიზის აგენტს შეხვდნენ და მასთან შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრეს.

ცნობილია, რომ ბრაზილიელ მცველს, ანტონიო კონტესთან ცუდი დამოკიდებულება აქვს და „სტემფორდ ბრიჯის“ დატოვების წინააღმდეგი არაა, ხოლო „რეალს“ ზამთარში ერთ-ერთ ამოცანად, მცველის დამატება აქვს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და როგორც ჩვენი ესპანელი კოლეგები ვარაუდობენ, ტრანსფერი საკმაოდ ლოგიკურად მოჩანს.

იმ შემთხვევაში, თუ ლუიზი „რეალში“ ზამთარში გადავა, იგი „ჩემპიონთა ლიგაზე“ ვერ ითამაშებს და „სამეფო კლუბს“ მხოლოდ ლა ლიგასა და ესპანეთის თასზე დაეხმარება.

დავიდ ლუიზს „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები