ზედიზედ მეოთხედ - მან. სიტი პრემიერ ლიგის გამარჯვებულია
ინგლისის პრემიერ ლიგის 2023-24 წლების ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი’’ გახდა, დასკვნით ტურში „მან. სიტიმ’’ შინ „ვესტ ჰემი’’ 3:1 დაამარცხა. პეპ გუარდიოლას გუნდის კონკურენტმა ლონდონის „არსენალმა’’ „ემირეითზე’’ „ევერტონს’’ მოუგო - 2:1. მანჩესტერულმა გუნდმა 91 ქულა დააგროვა და „მეთოფეებს'' 2 ქულით გაასწრო.
თუ „მან. სიტი’’ ვერ მოიგებდა და „ვესტ ჰემთან’’ 1 ქულას მოიპოვებდა, ასეთ შემთხვევაში ჩემპიონი „არსენალი’’ გახდებოდა, თუმცა გუარდიოლას გუნდმა 3 ქულა მოიპოვა და მიკელ არტეტა პეპთან სამწვრთნელო დუელში ამ სეზონშიც დამარცხდა.
პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში „მან სიტისა'' და „არსენალის'' გარდა „ლივერპული'' (მესამე ადგილი, 82 ქულა) და „ასტონ ვილა'' (მეოთხე ადგილი, 68 ქულა) მოხვდნენ. ოთხივე გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. „ტოტენჰემი'' მე-5 ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე ვიხილავთ, მეექვსეადგილოსან „ჩელსის'' - კონფერენს ლიგაზე.
„მან. სიტიმ'' პრემიერ ლიგა ზედიზედ მეოთხედ მოიგო (2020–21, 2021–22, 2022–23, 2023–24).
„მან. სიტი'' პრემიერ ლიგის გამარჯვებული მერვედ გახდა (2011–12, 2013–14, 2017–18, 2018–19, 2020–21, 2021–22, 2022–23, 2023–24).
ლონდონის „არსენალი'' პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზე ზედიზედ მეორედ გავიდა, 2022-23 წლების სეზონში „მან. სიტის'' 5 ქულით ჩამორჩა.