ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

ოქროს დუბლი - აზაროვმა და გოჩოლეიშვილმა უკრაინის თასი მოიგეს

უკრაინის თასის ფინალში დონეცკის „შახტარმა“ „ვორსკლას“ 2:1 მოუგო და სეზონში მეორე ტიტული მოიპოვა.

დონეცკელებმა შეხვედრაში ანგარიში მე-40 წუთზე გახსნეს. საგოლე გადაცემის ავტორი ირაკლი აზაროვი გახდა, რომელმაც დანილო სიკანს გაატანინა.

მეორე ტაიმში „შახტარმა“ მეორეც გაიტანა. გოლის ავტორი ეფიმ კონოპლია იყო. 85-ე წუთზე კი „კოლხეთისა“ და „დილას“ ყოფილმა ლეგიონერმა ნიკოლა კოვტალიუკმა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

რაც შეეხებათ ქართველებს. ირაკლი აზაროვი სასტარტოში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. გიორგი გოჩოლეიშვილი კი თადარიგში იმყოფებოდა.

ამრიგად, ქართველებმა „შახტართან“ ერთად ოქროს დუბლი შეასრულეს - რამდენიმე დღის წინ დონეცკელები უკრაინის ჩემპიონები გახდნენ.

ასევე გეტყვით რომ „შახტარში'' კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, 20 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე ირიცხება, რომელიც ზამთრიდან მოყოლებული სარეზერვო გუნდში თამაშობს, უკრაინის ჩემპიონატის სამატჩო განაცხადში მხოლოდ ორჯერ მოხვდა, თუმცა სავარაუდოდ შემდეგ სეზონში პირველი გუნდის მაისურით ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ „შახტარი“ ისევე როგორც წელს, გაისადაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კედლები ირყეოდა“ - მბაპემ და ხელაიფიმ იჩხუბეს
„კედლები ირყეოდა“ - მბაპემ და ხელაიფიმ იჩხუბეს