პერესის უცნაური და მოულოდნელი გადაწყვეტილება - პრეზიდენტმა ფანები დასაჯა
Aa
Aa

პერესის უცნაური და მოულოდნელი გადაწყვეტილება - პრეზიდენტმა ფანები დასაჯა

ლა ლიგის მე-13 ტურში, მადრიდის "რეალმა" "მალაგას" უმასპინძლა და 3-2 დაამარცხა.

მატჩის დროს, როცა ანგარიში 2-2 იყო, სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომლის შესასრულებლად ბურთთან რონალდუ მივიდა. კრიშტიანომ დარტყმა გააცუდა, თუმცა დამატებაზე გოლის გატანა მაინც შეძლო.

სწორედ იმ მომენტში, აღმოსავლეთ ტრიბუნასთან მსხდომმა ქომაგთა დაჯგუფებამ რონალდუს მისამართით სკანდირება დაიწყო - "მესი! მესი!". შეხვედრის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელმა მათთან მიირბინა და როგორც ესპანური პრესა წერს, კრიშტიანომ ხსენებულ ქომაგთა ჯგუფს აგინა.

დღეს კი ფლორენტინო პერესმა უცნაური და მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. "რეალის" პრეზიდენტმა ზემოხსენებული ქომაგები დასაჯა და მათ "სანტიაგო ბერნაბეუზე" შესვლა აუკრძალა. სასჯელი სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში.

აღსანიშნავია, რომ დასჯილი ქომაგებიდან 3 მათგანი აბონემენტის მფლობელი იყო და ისინი "რეალის" ყველა საშიანო მატჩს ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები