შიმონ მარჩინიაკი
Aa
Aa

უეფამ მარჩინიაკი ევრო 2024-ის გახსნით მატჩს ჩამოაშორა - მიზეზი დე ლიხტის სკანდალური მომენტია

უეფამ პოლონელ არბიტრს შიმონ მარჩინიაკს ევრო 2024-ის გახსნით შეხვედრაზე მუშაობის უფლება არ მისცა. ამის მიზეზი „რეალი“ „ბაიერნის“ მატჩის დროს დაშვებული შეცდომაა.

Daily Mail-ის ცნობით, 14 ივნისს გერმანია  შოტლანდიის მატჩზე მარჩინიაკს აღარ დაუშვებენ. ამის მიზეზი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაუქმებული გოლია. პოლონელმა არბიტრმა მატიის დე ლიხტს დარტყმის მომენტში სასტვენი მისცა და თამაშგარე დააფიქსირა. ასე ეპიზოდებში კი არბიტრები მომენტს დასრულების საშუალებას აძლევენ, შემდეგ კი ვიდეო რეფერის გამოყენებით ყველაფრის გადახედვა ხდება.

ამ ეპიზოდს დიდი გამოხმაურება და სკანდალი მოჰყვა, რამაც როგორც ვხედავთ გავლენა უეფაზე იქონია.

შეგახსენებთ, რომ მარჩინიაკმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი განსაჯა. 2022/23 წლების სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც გაუძღვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„რა მეკარეა!“ | მეოთხე მსაჯის რეაქცია მამარდას სეივზე და რაიოს თავკაცის კომენტარი
„რა მეკარეა!“ | მეოთხე მსაჯის რეაქცია მამარდას სეივზე და რაიოს თავკაცის კომენტარი