სიმონ მარჩინიაკი, დანიელე ორსატო, ენტონი ტეილორი
Aa
Aa

მარჩინიაკი, ორსატო და სხვები - ევრო 2024-ის მსაჯები ცნობილია

UEFA-მ ევრო 2024 მომუშავე მსაჯების ვინაობა ოფიციალურად დაასახელა. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვიგებთ, რომ ტურნირზე 57 მსაჯი იმუშავებს. აქედან, 19 მთავარი მსაჯი იქნება, დანარჩენები კი ასისტენტობას შეითავსებენ.

მსაჯთა ბრიგადა ასეთია:

  • მაიკლ ოლივერი (ინგლისი) - ასისტენტები: სტიუარტ ბარტი, დენ ქუქი.
  • ენტონი ტეილორი (ინგლისი) - ასისტენტები: გარი ბესუიკი, ადამ ნუნი.
  • ფრანსუა ლეტექსი (საფრანგეთი) - ასისტენტები: სირილ მუნიე, მეჰდი რაჰმუნი.
  • კლემენ ტურპინი (საფრანგეთი) - ასისტენტები: ნიკოლას დანო, ბენჟამინ პეიჯი.
  • დანიელ ზიბერტი (გერმანია) - ასისტენტები: იან ზედელი, რაფაელ ფოლტინი.
  • ფელიქს ზვაიერი (გერმანია) - ასისტენტები: სტეფან ლუპი, მარკო ახმიულერი.
  • მარკო გუიდა (იტალია) - ასისტენტები: ფილიპო მელი, ჯორჯო პერეტი.
  • დანიელე ორსატო (იტალია) - ასისტენტები: ჩირო კარბონე, ალესანდრო გალატინი.
  • დანი მაკელი (ნიდერლანდები) - ასისტენტები: ჰესელ შტიგსტრა, იან დე ვრეისი.
  • სიმონ მარჩინიანი (პოლონეთი) - ასისტენტები: ტომას ლისტვიხი, ადამ კუპსიკი.
  • არტურ სოარეშ დიაში (პორტუგალია) - ასისტენტები: პაულუ სოარეში, პედრო რიბეირო.
  • ისტვან კოვაჩი (რუმინეთი) - ასისტენტები: ვასილი ფლორინ მარინესკუ, მიჰაი ოვიდუ არტენე.
  • ივან კრუჟლიაკი (სლოვაკეთი) - ასისტენტები: ბრანისლავ ჰანჩკო, იან პოზორი.
  • სლავკო ვინჩიჩი - (სლოვენია) - ასისტენტები: ტომაშ კლანჩნიკი, ანდრაშ კოვაჩიჩი.
  • ხესუს ხილ მანსანო (ესპანეთი) - ასისტენტები: დიეგო ბარბერო სევილია, ანხელ ვევადო როდრიგესი.
  • გლენ ნიბერგი (შვედეთი) - ასისტენტები: მაჰბოდ ბეიგი, ანდრეას სიოდერკვისტი.
  • სანდრო შიარერი (შვეიცარია) - ასისტენტები: სტეფანე დე ალმეიდა, ბეკიმ ზოგაი.
  • ჰალილ უმუტ მელერი (თურქეთი) - ასისტენტები: მუსტაფა ემრე ეისუი, კერემ ერსოი.
  • ფაკუნდო ტელიო (არგენტინა) - ასისტენტები: გაბრიელ ჩადე, ეზეკილ ბრაილოვსკი.

საგულისხმოა, რომ ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად, ტურნირზე სხვა კონტინტენტიდან მოწვეული მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს.

მეოთხე მსაჯები:

ირფან პელჟტო, სენად იბრიშმეგოვიჩი (ორივე ბოსნია და ჰერცეგოვინა), დონატას რუმსასი ალეკსანდრ რადუში (ორივე ლიეტუვა), სერდარ გოზუბიუკი, იოჰან ბალდერი (ორივე ნიდერლანდები), ესპენ ესკა, იან ერიკ ენგა (ორივე ნორვეგია), რადე ობრენოვიჩი, იური პრაპროტნიკი (ორივე სლოვენია), მიკოლა ბალაკინი, ოლეკსანდრ ბერკუტი (ორივე უკრაინა).

ასევე, ცნობილია VAR-ის არბიტრებიც:

სტიუარტ ატველი, დავიდ ქუტი (ორივე ინგლისი), ჟერომ ბრისარი, ვილი დელაჟო (ორივე საფრანგეთი), ბასტიან დანკერტი, კრისტიან დინგერტი, მარკო ფრიცი (სამივე გერმანია), მასიმილიანო ირატი, პაოლო ვალერი (ორივე იტალია), რობ დიეპერინი, პოლ ვან ბოეკელი (ორივე ნიდერლანდები), ბარტოშ ფრანკოვსკი, ტომაშ კვიატკოვსკი (ორივე პოლონეთი), ტიაგუ მარტინში (პორტუგალია), კატალინ პოპა (რუმინეთი), ნედ კაიტაზოვიჩი (სლოვენია), ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი (ესპანეთი), ფედაი სანი (შვეიცარია), ალპერ ულუსოი (თურქეთი).

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ თამაშებზე იმუშავებენ ზემოთჩამოთვლილი მსაჯები. UEFA ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი თურქეთის (18 ივნისი), ჩეხეთისა (22 ივნისი) და პორტუგალიის (26 ივნისი) ნაკრებები იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები