რაფაელ ნადალი, ჰურბერტ ჰურკაჩი
Aa
Aa

ბოლო მატჩი რომში - ნადალი ჰურკაჩთან დამარცხდა

რომის მასტერსის 1/32 ფინალში რაფაელ ნადალი ჰუბერტ ჰურკაჩს დაუპირისპირდა და ორ სეტში 1:6 3:6 დამარცხდა. დაპირისპირება 1 საათი და 33 წუთი გრძელდებოდა.

პირველი სეტის პირველივე გათამაშება საოცრად დაძაბული გამოდგა. „მატადორს“ 5 ბრეიკ პოინტი ჰქონდა, თუმცა ჰურკაჩმა აჯობა და თავისი ჩაწოდება მოიგო.

რაფამ წონასწორობა აღადგინა, თუმცა ამის შემდეგ ზედიზედ 5 გეიმი წააგო, მათ შორის ორი თავისი და სეტიც დათმო.

მეორე სეტში ლეგენდარული ესპანელი მეტოქის ჩაწოდებაზე საერთოდ ვეღარ თამაშობდა და არცერთი ბრეიკ პონტი არ ჰქონდა. ამის საპირისპიროდ კი ჰურკაჩმა ორი ბრეიკი შეასრულა და მარტივად გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელი რაფაელ ნადალის კარიერაში ბოლო სეზონია და კარიერას ასრულებს. შესაბამისად, რომის მასტერსზე უკანასკნელად იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ტაბარნერი დაამარცხა - ბასილაშვილი პრაღის ჩელენჯერის ფინალშია
ტაბარნერი დაამარცხა - ბასილაშვილი პრაღის ჩელენჯერის ფინალშია