მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ურაია ფეიბერი
Aa
Aa

„ომალი მატადორს ჰგავს, მერაბი - ხარს“ | რას ამბობს UFC-ის ლეგენდა

ურაია ფეიბერი UFC-ის დიდების დარბაზის წევრი მებრძოლია, რომელსაც სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლებში რენან ბარაუსა და დომინიკ კრუზის წინააღმდეგ უჩხუბია. ფეიბერმა მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „მანქანა“ „შუგასთვის“ უხერხული მეტოქეა.

„როგორ გაუმკლავდება ომალი მერაბის ჭიდაობასა და ზეწოლას? წინასწარ რამის თქმა ძალიან ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ დვალიშვილის ჭიდაობას ვერავინ ვერაფერი დაუპირისპირა. ვერც ჰენრი სეხუდომ. ჩემი აზრით, მერაბი ომალისთვის უხერხული მეტოქეა, რადგან გამძლეობით გამოირჩევა. მერაბი უბრალოდ არ იღლება.

დვალიშვილს მკვლელების წინააღმდეგ უჩხუბია და მებრძოლებს, რომლებიც შეტევაში ალბათ ორგანიზაციაში საუკეთესოები არიან, მარტივად გაუმკლავდა, თუმცა, ომალის იქს ფაქტორი აქვს. მას მატადორის მსგავსი სტილი აქვს, მერაბი კი ხარს ჰგავს. შესაძლებელია, შუგამ იდეალური ჩხუბი ჩაატაროს, დვალიშვილის შეტევები მატადორივით აიცილოს და დისტანციიდან სუფთა დარტყმები განახორციელოს. ომალი გრეპლინგითაც გამოირჩევა. მის სპარინგ-პარტნიორებთან მივარჯიშია და შემიძლია გითხრათ, რომ მაღალი დონის გრეპლერია. ასე რომ, ამ ბრძოლაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლა 14 სექტემბერს, UFC 306-ზე უნდა გაიმართოს, თუმცა, ორგანიზაციის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რუსოფობია აქვს და არც მალავს“ | UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილზე
„რუსოფობია აქვს და არც მალავს“ | UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილზე