ჩემპიონთა ლიგა, კარლო ანჩელოტი, ხოსელუ
Aa
Aa

ბოლო წუთების დრამა - რეალმა ბაიერნი გააგდო და ფინალშია!

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ წყვილებს შორის მთავარ ინტერესს მადრიდის „რეალისა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამართული ისტორიული წყვილი იწვევდა, რომელმაც აფიშა თავიდან ბოლომდე გაამართლა!

„რელმა“ „რეკორდმაისტერს“ ორი მატჩის ჯამში 4:3 მოუგო და ფინალშია!

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევრის სტარტზე „რეალი“ ისეთივე უპირატესობას ფლობდა, როგორც პირველ ნახევარში, თუმცა ნოიერს ვერაფრით აჯობეს.

68-ე წუთზე ალფონსო დევისმა დატოვებული სივრცით ისარგებლა და ერთი-ერთზე რუდიგერთან დარჩენილმა მარჯვენა ფეხით ულამაზესი გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ, „ბერნაბეუზე“ „რეალის“ მაგია ჩაირთო. ჯერ იყო გაუქმებული გოლი, შემდეგ კი სამწუთიანი მონაკვეთი, როცა 88-ე და 91-ე წუთებზე ხოსელუმ დუბლი შეასრულა და „სამეფო კლუბის“ ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა.

ამრიგად, 1 ივნისს, ლონდონში „უემბლიზე“ მადრიდის „რეალი“ „დორტმუნდს“ დაუპირისპირდება. „ლოს ბლანკოსი“ ისტორიაში თავისი მე-15 თასის აღმართვას შეეცდება, „ბორუსია“ კი ტურნირის მეორედ მოგებას შეეცდება.

და ბოლოს - კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა და მწვრთნელის რანგში ტურნირის ფინალში მეექვსედ გავიდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი ამას ვინც აკეთებს, ეს სანიოლი ურჩევს კვარას პსჟ-ს“ - ფრანგი ექსპერტი
„ვიცი ამას ვინც აკეთებს, ეს სანიოლი ურჩევს კვარას პსჟ-ს“ - ფრანგი ექსპერტი