ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ვიცი ამას ვინც აკეთებს, ეს სანიოლი ურჩევს კვარას პსჟ-ს“ - ფრანგი ექსპერტი

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ პსჟ-ის ინტერესის შესახებ იტალიური პრესა აქტიურად წერს. სახელდება რამდენიმე გრანდი და მათ შორის პარიზელები ბოლო დროს ყველაზე ხშირად სახელდებიან.

ცნობილი ფრანგი ექსპერტი ბრუნო სატინი რადიო Kiss Kiss Napoli-სთან საუბრისას ამბობს, თუ ვინ უბიძგებს კვარას პარიზული გრანდისკენ.

„პსჟ-ის ინტერესი კვარაცხელიას მიმართ? ეს ამბავი ჩემს გაოცებას იწვევს, რადგან ამის შესახებ არასდროს მსმენია. სავარაუდოდ ამას სანიოლი აკეთებს და მას პსჟ-ში წასვლისკენ უბიძგებს, რადგან ფრანგია, მაგრამ მე ამ ინფორმაციის მაინც არ მჯერა.

პიოლი ნაპოლიში? არ ვიცი მისი მომავლის შესახებ, მაგრამ ის ტოპ დონის მწვრთნელია და თუ ნაპოლის გამარჯვებების დაბრუნება ისევ სურს, პიოლიზე არჩევანის შეჩერება სწორი ნაბიჯი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ კვარას მიმართ ინტერესი „ჩელსის“, „ბარსელონას“, „ლივერპულს“, „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ სიტის“ აქვთ. ხვიჩამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 31 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა, ასევე 6 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსას გარდა ინტერესი გერმანულ კლუბებს აქვთ | კვარა და ნაპოლის გეგმები
ბარსას გარდა ინტერესი გერმანულ კლუბებს აქვთ | კვარა და ნაპოლის გეგმები