ნიკოლოზ ბასილაშვილი, მარკო ტრუნგელიტი
Aa
Aa

ტრუნგელიტისთან წააგო | ბასილაშვილი პრაღის ჩელენჯერს დაემშვიდობა

პრაღის ჩელენჯერის 1/16 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მარკო ტრუნგელიტის დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:4 1:6 1:6 დამარცხდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მხოლოდ პირველ სეტში იბრძოლა. მეხუთე გეიმში ნიკოლოზმა საკუთარი ჩაწოდება დათმო, მაგრამ მერვე და მეათე გეიმებში ბრეიკი შეასრულა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტის პირველი ორი გეიმი მოთამაშეებმა ბრეიკებით გაცვალეს, თუმცა ამის შემდეგ არგენტინელმა ჩოგბურთელმა სამი ბრეიკი შეასრულა.

მეოთხე სეტი მთლიანად მარკოს უპირატესობით წარიმართა. 34 წლის ჩოგბურთელმა ორჯერ მოიგო ნიკოლოზის ჩაწოდება და მერვედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი პრაღის ჩელენჯერზე კვალიფიკაციიდან მოხვდა. ამ მომენტისთვის, ქართველი ATP რეიტინგში 531-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბეკერს ბანკროტის სტატუსი მოუხსნეს
ბეკერს ბანკროტის სტატუსი მოუხსნეს